|
2019-04-02 13:44:42, 1589 ნახვა
კომენტარი
კვიციანი - ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან
„ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს, ჩვენ კიდევ ამის გამო ციხეში ვუშვებთ ხალხს“, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლი გააკრიტიკა, რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ პატიმრობა ითვალისწინებს. როგორც კვიციანმა განმარტა, ხსენებული მუხლი ახალგაზრდა ქართველების გენოციდს ემსახურება. „მინდა შევეხო თემას, რასაც ქვია „ქურდული ტრადიციები” და 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. 5 ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-30 ლარი ვიღაც „კანონიერი ქურდის“ დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები ვინმე დაფიქრებულა ამაზე ?! ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს. ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ყველა ციხეში. რაღაც მოსაფიქრებელია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რუსეთს აწყობდა რომ მთელი ქურდული სამყარო წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა იქ მთელი ქუჩები, მაგრამ ჩვენ ქართველები რა შუაში ვართ ?!“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)