2019-04-02 12:44:46, 3003 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში საქართველოს მოქალაქეებმა სავაჭრო ადგილის გამო იჩხუბეს - დაკავებულია 2 პირი
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქეებმა სავაჭრო ადგილის გამო იჩუბეს, - ამის შესახებ lagazzettadelmezzogiorno იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი სარკინიგზო სადგურთან მოხდა. ჩხუბის მონაწილეებმა სავაჭრო ადგილი ვერ გაიყვეს, რის გამოც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თვითმხილვეების თქმით, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ მეორეს შუშის ბოთლი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა. დაშავებულის სიცოცხლეს სამრთხე არ ემუქრება. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მათ ინციდენტის მონაწილეები დააკავეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან