11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 18:02:59, 1735 ნახვა

სამართალი
გასულ წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად ქალის მკვლელობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი გაზრდილია.

ომბუდსმენის ცნობით, გასულ წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 ფაქტი. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, ასეთი 18 ფაქტია გამოვლენილი, საიდანაც 11 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი. ამასთან, 2018 წელს გამოვლენილი მკვლელობის მცდელობის შემთხვევებიდან, 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება.

„სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ფემიციდთან, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმასთან, ბრძოლის მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე იყო ინფორმირებული ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ძალადობის უკიდურესი ფორმის პრევენცია ვერ მოხერხდა.

არანაკლებ ყურადსაღებია ის შემთხვევები, სადაც მსხვერპლს დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავს, რაც უმეტესად სამართალდამცავი უწყებისადმი ნდობის ნაკლებობას უკავშირდება. აღსანიშნავია, საქმეთა მასალების ანალიზის შედეგად, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე გამოვლენილი ისეთი ხარვეზები, როგორიცაა კვალიფიკაციის და გენდერული მოტივის გამოკვეთის პრობლემა, ძალადობის წინარე ისტორიის გაუთვალისწინებლობა და ამ კუთხით მსჯელობის განვითარება ბრალის შესახებ დადგენილებებსა და სასამართლოს განაჩენებში, უწყებების მიერ გენდერულად არამგრძნობიარე ენის გამოყენება და სხვა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევების ფემიციდად იდენტიფიცირება. პრობლემურია როგორც ძალადობის წინარე ისტორიის გამოკვლევა, ისე საქმეთა დროული გამოძიება. სახალხო დამცველი 2014 წლიდან შეისწავლის მ.დ.-ს, ლ.ვ.-ს, ხ.ნ-ს შესაძლო თვითმკვლელობამდე/თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის შემთხვევებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე უცნობია", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics