14:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 17:55:11, 1322 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

დეპუტატებმა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ როგორც უმრავლესობის, ასევე პარლამენტის 13 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე.

„ვისაუბრეთ ორივე პროექტზე. მე ავუხსენი მათ რატომ მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის მომზადებული პროექტი საფრთხეს შეიცავს. მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი რეალურად არის ჩაკეტილი და მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებისთვის არის შესაძლებელი მასში მონაწილეობა და სასამართლო ხელისუფლებაში გარედან ვერავინ შემოვა ამ ვერსიით. კენჭისყრის ეს მოდელი - ხუთდონიანი ფილტრი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად უნდა დაიჩეხოს სია პარლამენტისთვის, რაც არის ცუდი ვერსია. ვესაუბრეთ, მათ შორის, ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე - კანდიდატებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია პარლამენტში, პრაქტიკულად, არ მოვა ამ მოდელით. ჩვენ ვერსიაზეც ძალიან დეტალურად ვისაუბრე. გრძელი სიის პრინციპი, რაც ჩვენ მოდელშია, ემსახურება იმას, რომ პარლამენტს რაც შეიძლება მეტი კარგი კანდიდატი წარედგინოს, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება რჩება - ის კონკურსს ატარებს, შეარჩევს და გადმოაგზავნის კანდიდატებს, მაგრამ არანაკლებ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე სამი მოსამართლის კანდიდატურას, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს პარლამენტს. ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ არის კარგი გამოცდილების მოდელები ევროპულ ქვეყნებში და ირაკლი კობახიძის ვერსია დაიწერა ექსკლუზიურად მხოლოდ ამ პროცესისთვის, რაც არ არის კარგი", - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics