11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 16:34:28, 1692 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი - 2018 წელს ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, აქედან დაზარალებულის სტატუსი 6 ქალს მიენიჭა, ხოლო მსხვერპლის - 2-ს.

„ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული ფორმაა, რომლის მსხვერპლიც ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი ადამიანები ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლოატაციის წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია.

ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების სერვისებში ჩართულ პირთა მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი ჩაატარა თბილისის და ბათუმის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავშესაფრები, ძირითადად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე არიან მორგებულნი, თარჯიმნით უზრუნველყოფისა და ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებთან დაკავშირებული სერვისების გაცემა კი, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, კვლავ გამოწვევად რჩება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება თბილისს და ბათუმში საჭიროებს დახვეწას და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. ამასთან, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებზე, სადაც ტრეფიკინგის დანაშაულის რისკი განსაკუთრებით მაღალია“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics