11:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 12:46:58, 1586 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი - აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა

სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე.

ანგარიშის თანახმად, გარკვეული კითხვები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები.

სამწუხაროდ, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე. გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად, სახალხო დამცველი 2018 წლის განმავლობაშიც ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. როგორც გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში აღინიშნა, გარკვეული კითხვები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, ჟურნალისტისთვის დღემდე არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, უწყებას აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან არ მიუღია პასუხი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გაგზავნილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების ფარგლებში არ გამოკვეთილა ისეთი დამამძიმებელი გარემოებების არსებობა, როგორებიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რის გამოც, გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, რაც წარმოშობს ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით და გააქარწყლებს ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას“, - აღნიშნულია  სახალხო დამცველის ანგარიშში.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics