11:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 12:29:02, 1510 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით და არასრულყოფილად ჩატარდა

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ან არასრულყოფილად არის ჩატარებული.

როგორც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის აპარატის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა შეისწავლა და შედეგები საზოგადოებას წარუდგინა.

ანგარიშის თანახმად, საქმის სრული მასალები მოიცავდა 1994 წლის 5 იანვარს დაწყებული გამოძიების დღიდან 2018 წლის ნოემბრამდე მიმდინარე გამოძიებას, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შედეგებსაც.

„ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა და შესწავლის შედეგები საზოგადოებას 2018 წლის 26 დეკემბერს წარუდგინა. საქმის სრული მასალები მოიცავდა 1994 წლის 5 იანვარს დაწყებული გამოძიების დღიდან 2018 წლის ნოემბრამდე მიმდინარე გამოძიებას და, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შედეგებსაც. აღნიშნული საქმის მასალების გაცნობა შესაძლებელი გახდა პროკურატურის თანხმობით. საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად/დასადგენად.

საქართველოს სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა და გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა“, - აღნიშნულია სახალსო დამცველის ანგარიშში.

.  









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics