|
2019-04-01 12:13:44, 1575 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - ხორავას ქუჩის საქმეში სახეზე არაეფექტიანი გამოძიება, სამოხელეო დანაშაული იყო
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი. როგორც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის აპარატის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ხორავას ქუჩის საქმის მასალების სრულად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვებიც მოისმინა. სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს. „2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა დამნაშავე. სახალხო დამცველის აპარატმა გადაწყვიტა, შეესწავლა საქმის მასალები. შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი. საქმის მასალების სრულად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვებიც მოისმინა. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა სხვა პირების და მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების მიმართ. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარი იყო, რა კონკრეტული სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით. სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, ამ მიმართებით გამოძიების დაწყება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტსაც წარუდგინა რეკომენდაცია და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგენილი რამდენიმე რეკომენდაციის პარლამენტის დადგენილებაში შეტანის მნიშვნელობაზე მიუთითა: გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე (რაც შინაარსობრივად გულისხმობს სახალხო დამცველის წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების შესახებ); დანაშაულში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის წარდგენას. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც დასრულდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის შედეგადაც პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას და შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინა პროკურატურას, სახალხო დამცველმა კვლავ მოითხოვა მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა, რათა შეეფასებინა, გარდაცვლილი დ. ს.-ის მკვლელობის მონაწილე ყველა პირის მიმართ დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მანამდე გამოხატული მიდგომისგან განსხვავებით, უარი განაცხადა საქმის მასალების გაცნობაზე შესაბამის საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და გამოძიებაში დაშვებული არსებითი შეცდომების მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რამდენადაც აღნიშნული ხარვეზები, მიუხედავად მათი შედეგებისა, არ მიიჩნია დანაშაულად. შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე წარმოება არ დასრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის 1 დეკემბერს განცხადება გაავრცელა სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის, ხოლო საქმის მასალების – სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობის მოთხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია გაუთვალისწინებიათ. აღსანიშნავია, რომ არაეფექტიანად წარმოებული იმ დანაშაულის გამოძიების მიმართ, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება – მკვლელობა, ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა – პროკურატურამ არაერთგვაროვანი მიდგომა გამოავლინა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)