|
2019-04-01 11:56:30, 1543 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე - გარემოებები დადგენილი არ არის, კონკრეტული პირის მიმართ დევნა არ დაწყებულა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ ომბუდსმენს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. "2018 წლის 12 ივლისს განახლდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2018 წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა პერიოდულ შეხვედრაზე, სადაც განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახელმწიფოების მიერ აღსრულების საკითხებს, განაცხადა, რომ განახლებულ გამოძიებას ინტერესით აკვირდება და შესაბამის შედეგებს 2019 წლის ივნისის შეხვედრაზე განიხილავს. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, აუცილებელია, ყველა იმ გარემოების დეტალურად შესწავლა, რომლებმაც განაპირობეს მე-18 მუხლის დარღვევა, აუცილებელია გამოძიება იყოს ინსტიტუციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იმ პირებისგან, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ დანაშაულთან, უნდა შესწევდეს უნარი, დაადგინოს დამნაშავეთა იდენტობა და შეეძლოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე, მისი მანდატი უნდა იყოს ფართო და გამოძიებამ იმსჯელოს იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მომხდარ ფაქტს და ასევე, გამოძიება ჯეროვნად და სწრაფად უნდა წარიმართოს. საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროკურატურის ანგარიშვალდებულება ამ პროცესში. შესაბამისად, პროკურატურამ, მიმდინარე გამოძიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ივნისში ჩანიშნულ შეხვედრაზე ანგარიშის (კომუნიკაციის) წარდგენამდე, სახალხო დამცველს სრულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ და გააცნოს საქმის მასალები. აღნიშნული წარმოადგენს საშუალებას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება", - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)