11:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 10:13:33, 1345 ნახვა

სამართალი
გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს.

„აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდის ძირითადი ამოცანა, რასაც დღეს ვაკეთებთ, რეფორმების გეგმა, რომელსაც სისტემურ განახლებას ვეძახით, ეფექტურობის გაზრდის გარდა, საბოლოოდ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება". მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი. თუმცა ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელიც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება" ყოველდღიურად, ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების მიერ. ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა გითხრათ, თითოეულ ეს საქმე არის კომპლექსური თემა. ამას სჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა და ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ჩვენ ნაწილს, ფუნქციის აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება" სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics