|
2019-04-01 10:12:30, 1368 ნახვა
სამართალი
გახარია - შეუძლებელია გავათანაბროთ ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა, სხვადასხვა რანგის დანაშაულია
გიორგი გახარიამ იმედის პირდაპირ ეთერში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ, ახალ კანონზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მკაცრი კანონი ნარკოტიკის შემთხვევაში და არა ალკოჰოლის შემთხვევაში, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა რანგის დანაშაულია და შეუძლებელია მათი გათანაბრება. „ამ ნაწილში, ერთადერთი რის გასწორებაც შეიძლება, არის ის, რომ სიმთვრალის ნაწილიც გავამკაცროთ იმიტომ რომ აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის და შესაბამისად, ნარკოტიკული თრობის ქვეშ რომ გავათანაბროთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან, ეს შეუძლებელია. ამიტომ, რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მძღოლს პატრულ-ინსპექტორი გააჩერებს, პირველი, რასაც შეამოწმებს, ეს არის ალკოჰოლური თრობა. მხოლოდ შემდეგ გადავა ნარკოტიკულ თრობაზე და ამაშიც არის თავისი ლოგიკა და შესაბამისად, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს უამრავი საერთაშორისო ვალდებულებები აღებული ნარკოტიკული საშუალებების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივყვებით ამ გზას და შეუძლებელია გავათანაბროთ დღეს ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საერთოდ სხვადასხვა რანგის დანაშაულია“, - განაცხადა შს მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)