10:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 10:03:37, 1294 ნახვა

სამართალი
გახარია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე - გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარია, სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა, აპირებს თუ არა ის ჰუმანური პოლიტიკის შეცვლას, რაზეც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით საჭიროა პოლიტიკის კორექტირება და  მზადაა ამ საკითხზე ყველა მხარესთან ისაუბროს, თუმცა დანაშაულთან ბრძოლას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება შესაბამისი სტანდარტის.

“ქვეყანაში არსებობს დანაშაულის რამდენიმე წყარო, ორგანიზებული დანაშაული, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დღესაც ჩვენთვის გამოწვევაა და დანაშაული რომელიც მოტივირებულია ნარკოდამოკიდებულებით და სხვა სოციალურად მოტივირებული დანაშაულით.  ეს ის განზომილებებია სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჩენ გვჭირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება. ეს არის ის გზავნილი რომელსაც დღეს ჩვენ პირველად ვაჟღერებთ და ვამბობთ, რომ ის სტატისტიკური მონაცემები რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაძლევს საშუალებას დავსხდეთ და ღრმა ანალიზის საფუძველზე დავიწყოთ მსჯელობა, ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციასთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გამკაცრება როგორც ასეთი, არ არის თვითმიზანი - ჩვენთვის მზიანია ეფექტურობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც შეიცვალა და უნდა შეცვლილიყო, რა თქმა უნდა სწორედ შეიცვალა.  ჰუმანურობა არის მისასალმებელი და ჩვენ ამ გზას უნდა დავაგდეთ.  არანაირ წარმატებას დანაშაულთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ შევინარჩუნეთ შესაბამის სტანდარტზე. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტურობის ნაწილში, ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი -სადაც ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს, ზოგი უკვე მივიღეთ ზოგის განხორციელების პროცესში ვართ -ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და გზავნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ ის რისკები ,რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა სახის, ჩვენთვის ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics