|
2015-06-23 13:12:20, 546 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ არის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან, ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. „არავითარი საუბარი არ არის, არაფერი არ ხდება.. როგორც თბილის-მთვარეს შორის მიმდინარეობს რკინიგზაზე მუშაობა, ისე მიმდინარეობს მუშაობა ამ რკინიგზაზე. გრიგორი კარასინი არ არის ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქე და რატომ გვიქმნის ეს ადამიანი დღის წესრიგს, არ მესმის. მართლა არაფერი არ ხდება. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ რომ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები განხილული იყოს, მაგრამ არაფერი არ ხდება. თუმცა, ქვეყანაში რაც უფრო მეტი რკინიგზა, ხიდი და გვირაბია, მით უფრო მდიდარია სახელმწიფო“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)