|
2019-03-31 12:38:36, 1315 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დარწუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას არ დაელოდა - უსაფუძვლოა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაგზავნა - ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, რადგან, მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას. „ვენეციის კომისიას გავაცნობთ იმ პროექტს, რომელიც არის მომზადებული ჩვენს მიერ. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკა არის უსაფუძვლო გამომდინარე იქიდან, რომ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ის, რომ ჯერ ხდება კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ეგზავნება ეს ვენეციის კომისიას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე იმისათვის, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე იქნება საბოლოოდ მეორე მოსმენით მიღებული ჩვენი კანონპროექტი. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, პოზიციას ვენეციის კომისიას და დარწუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა მარტივი რამ, კერძოდ, ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)