13:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 10:09:04, 1410 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველა ქართულ ოჯახში შევალთ, რომ ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე, რომ მოვისმინოთ მეტი კრიტიკა მოქალაქეებისგან

ჩვენ ყველა დასახლებულ პუნქტში ჩავალთ, ყველა ქართულ ოჯახში შევალთ, რომ ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე - ამ ეროვნულ იდეაზე, რომ მოვისმინოთ მეტი რეკომენდაციები, რჩევები, კრიტიკა ჩვენი მოქალაქეებისგან, რათა ეს რეფორმა გავხადოთ ისეთი, რომელიც ყველა გამოწვევის გამკლავებაში დაგვეხმარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის პროფესიული განათლება და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კერძო პროფესიულმა სასწავლებლებმაც  ისეთივე დაფინანსება მიიღონ, როგორსაც სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები იღებენ.

„ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ მსურველს ექნება ვაუჩერი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს.  კერძო სექტორთან თანამშრომლობის გარეშე პროფესიულ სწავლებას აზრი არ აქვს და ჩვენ გამოვასწორეთ ის ხარვეზი, რაც გვქონდა. ამასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვტილება, პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლებისა და პროფესორებისათვის ხელფასი 30 პროცენტით გაიზარდოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics