13:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 10:03:54, 1470 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. ესარის თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიცგანსხვავებით წინა სტრატეგიებისგან, საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული.

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არის უფრო კონკრეტული და შედეგზეორიენტირებული დოკუმენტი, რომელშიც აისახა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულიმიზნები და ამოცანები და ასევე ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მისაღწევად მომდევნო 4წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯებიუნდა გადადგას. სტრატეგიასთან ერთად შემუშავდა 2019 წლის სამოქმედო გეგმაც.

დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსმიერ, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევადსამთავრობო უწყებების კომპეტენციებისა და სექტორული მიმართულებების განსაზღვრას, ასევე,პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდასა და ერთიანი სამთავრობომიდგომის განხორციელებას.

სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსცენტრალური აპარატის და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების, ისე სამთავრობოსტრუქტურების, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო ჩართულობა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics