|
2015-06-23 11:18:06, 563 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი: კონკრეტულ ზარალზე საუბარი ძნელია
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სვანეთის ქუჩაზე 36 ოჯახი დაზარალდა, 58 ოჯახი კი, თბილისის სხვადასხვა უბნებში. მისივე თქმით, კონკრეტულ ზარალზე საუბარი სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „თბილისში სვანიძის ქუჩაზე სრულად აღწერილია და შესწავლილია 36 ოჯახი. 58 ოჯახი იმყოფება თბილისის სხვადასხვა ნაწილებში. დღეს იწყება ახალდაბისა და თბილისის მიმდებარე სოფლების შესწავლა. საბოლოო სურათი გვექნება ალბათ დღის ბოლოს. კონკრეტულ ზარალზე საუბარი ძნელია. აქ უნდა ჩატარდეს ესპერტიზები, რომელსაც ჩაატარებს სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიურო. ამის შემდეგ გვეცოდინება ვინ რა ზარალი განიცადა. პიველი რიგის ამოცანაა, უბინაოდ დარჩენილმა ადამიანებმა ძლიან მალე მიიღონ ბინა. დანარჩენი შემდეგში იქნება გადაწყვეტილი”, - განაცხადა სუბარმა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)