00:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 14:58:36, 1876 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა და განაცხადა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია რყევები, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადობით გამოირჩევა. მისი თქმით, მდგრადობა გამოწვეულია იმ სტაბილური განვითარებით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება. ეს არის სწორი მაკროეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა  ზრდამ  4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალს საშუალო ზრდა 4.1 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის თებერვალში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; უძრავი ქონება; ვაჭრობა; ტრანსპორტი; ჯანმრთელობის დაცვა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიმდინარე წლის თებერვალში სარეიტინგო კომპანია "Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული იყო 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო  შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics