|
2015-06-23 10:55:32, 577 ნახვა
ეკონომიკა
სს „გალტ & თაგარტმა“ „ევექსის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ განაცხადა
სს „გალტ & თაგარტმა“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების თაობაზე განაცხადა. „გალტ & თაგარტი“ ხსენებული გარიგების ერთადერთი განმთავსებელი აგენტი იყო. „ევექსი“ ქვეყანაში უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელია, რომლის შემდაგნელობაშიც შედის 41 კლინიკა, საქართველოს 6 რეგიონში. ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 9.5%-ს და გადაიხდება წელიწადში ორჯერ. ობლიგაცია განთავსდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ ხსენებულ გამოშვებას თვალყური ადევნონ „ბლუმბერგის“ ტერმინალზე. „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ საქართველოში ობლიგაციის გამოშვების პირველი შემთხვევა. მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან. მინდა ეს წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელმაც ქვეყანაში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის, საინვესტიციო საბანკო მომსახურების მთავარი მიმწოდებლის ადგილი დაიმკვიდრა“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)