2019-03-28 12:49:33, 1636 ნახვა
სამართალი
თელავში გოგომ დედა დაჭრა
თელავში შვილმა დედა დაჭრა. ახალგაზრდა გოგომ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
აღნიშნული ინფორმაციით, შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ახალგაზრდა გოგო პოლიციამ წუხელვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე 11 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან