|
2019-03-28 12:19:59, 1494 ნახვა
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ამ პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 21, ქრთამის მიცემის - 3, თაღლითობის - 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 4, სამსახურებრივი გულგრილობის - 13, სამსახურებრივი სიყალბის - 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. „2018 წელს, გასული წლების მსგავსად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას. კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის განვითარების პროცესს და რთულად გამოსასწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოსადმი ნდობას, ასუსტებს დემოკრატიას, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა არაერთი კონფერენცია, სემინარი და სამუშაო შეხვედრა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მოამზადა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშები. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად არაერთი საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე - ქ. თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და საგარეჯოს რაიონის საკრებულოს სოფელ უჯარმის დეპუტატი. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, ხოლო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მთლიანობაში დაკავებულ იქნა აფთიაქების 5 მფლობელი და 14 დირექტორი. სულ პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა. 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ირანის ისლამური რესპუბლიკის 7 მოქალაქე. ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 2 097 000 ლარი შეადგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 21, ქრთამის მიცემის - 3, თაღლითობის - 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 4, სამსახურებრივი გულგრილობის - 13, სამსახურებრივი სიყალბის - 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 133 პირი“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)