2019-03-28 09:20:42, 1469 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მალხაზ კობაურის საქმეზე არ იყო სამართლიანი სასმართლოს პრინციპი - გავასაჩივრებთ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა, გასაჩივრებას აპირებს.
მისი მტკიცებით, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი სმიტების მკვლელობის საქმეზე ვარაუდების საფუძველზე გამოიტანეს და შესაბამისად ის უკანონო იყო.
„გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც უამრავია საქმეში. კონკრეტულად გავასაჩივრებთ, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე არ იყო სამართლიანი სასმართლოს პრინციპი, არ იქნა შეჯიბრებითობა დაცული მხარეებს შორის სათანადოდ, გავასაჩივრებთ ბრალდებულის უფლებების უხეშ დარღვევას, რაც მალხაზ კობაურის სასამართლოზე განხორციელდა“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან