09:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 18:31:57, 1508 ნახვა

სამართალი
ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ქართველი დიზაინერის პროდუქცია ქ. ტოკიოში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე „Fashion World Tokyo 2019'' იქნება წარმოდგენილი.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს თერთმეტი ქართული ბრენდი, კერძოდ: „ელსელემა“, „ევროტექსი“, „აკა ნანიტა“, „MAMMY BAG”, “ფაფანაკი“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, „ქეთი ჩხიკვაძე“, „Fashion House Tamuna Ingorokva”, “ავთანდილი“, „ლალო“ და “Cecilie”.. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. 

საერთაშორისო გამოფენა რომელიც 27-დან 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, 1981 წლიდან  დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.  გამოფენას 25 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 40 ქვეყნიდან 750-ს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics