16:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 17:44:12, 3222 ნახვა

მსოფლიო
​„ტრამპმა ისრაელს გოლანის მაღლობები გადასცა, ეს კი, ჩვენი პასუხია“ - ერდოღანი აია-სოფიას მეჩეთად გადააკეთებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძრის სტატუსი ქვეყანაში 31 მარტს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე პასუხია. ერდოღანის განმარტებით, ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, რაც მიუღებელია. 

"ტრამ, ვის მიწას აძლევ ისრაელს?! გაერო-ს 1967 წლის რეზოლუციის თანახმად, ეს ტერიტორია სირიას ეკუთვნის. როგორც შეგიძლია გოლანის მაღლობები ისრაელს მისცე და გაეროს რეზოლუცია უგულებელყო?! ევროკავშირი ამას არ ეთანხმება და არც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. როგორ შეიძლება ასე მოქცევა?! მუნიციპალური არჩევნების შემდეგ აია-სოფიას ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ. ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, გოლანის მაღლობებს ისრაელს აძლევს - ამაზე პასუხს თურქეთიდან მიიღებს, რადგან ჩვენ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის დროებითი თავმჯდომარე ქვეყანა ვართ ", - განაცხადა ერდოღანმა. 

ცნობისთვის, აია-სოფიას ტაძარი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics