03:22 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 20:22:14, 646 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრეზიდენტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაა, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები სასტიპენდიო და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივ განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

მემორანდუმი განუსაზღვრელი ვადითაა გაფორმებული და მას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი აწერენ ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics