09:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 10:58:34, 1331 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„ა.ა.-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics