13:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 18:31:09, 1525 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - მდინარაძემ ჩემზე მომზადებული სალანძღავი „მესიჯი“ შეცდომით მე გამომიგზავნა

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შემუშავებული მესიჯბოქსი შეცდომით თავად ბესელიას გაუგზავნა.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბესელიამ განუცხადა, გზავნილში პუნქტებად იყო გაწერილი შეფასებები ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე.

ასევე, დეპუტატი კონკრეტული გზავნილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვით ხსნის.

„გავხსენი. მე მიგზავნით-თქო ჩემზე, რომ გავახმოვანო-თქო? ასე იწყებოდა: ეკა ბესელია ხომ იცით, ვინ არის, მერე, ის, რაც თქვა კობახიძემ. პირველი - ხელი უნდა გავუწოდოთ, მეორე - ოხანაშვილმა რაც თქვა, პოლიტსაბჭოდან გამოიყვანეს, მესამე - რაც ვოლსკიმ თქვა. აბზაცებად იყო. ჩემს  WhatsApp-ში გამოაგზავნა. რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემთან შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics