09:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 14:12:25, 1397 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: ყველაფერი შესანიშნავად არაა, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - PROLoG-ის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

„გასული დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ძალიან ხშირად აქცენტი ხდება იმაზე, რომ მოხდა მაგალითად ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, თავისუფლების აღკვეთა. სამწუხაროდ, შემდეგ საუბარი აღარ გრძელდება, თუ რა რეაგირება მოაყოლა ამას პოლიციამ. ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია ამ ფაქტებზე პოლიციის რეაგირება. აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მედიაში გადაიცა - გაიხსნა. დამნაშავეები არიან დაკავებულები, მათ შეეფარდათ პატიმრობა და ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია - დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.

რაც შეეხება ციფრებს, ცალკე აღებული ციფრებში ზრდა გვაქვს, თუმცა ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. მაგალითად, არის იქ მუხლები, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემამ გამოიწვია. ჩვენ ეს ვთქვით, ვაღიარეთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რიგი ქმედებები დასჯადად გამოვაცხადეთ. თვე არ გავა, რომ კანონიერი ქურდები, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები არ დავაკავოთ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ანუ საკანომდებლო დონეზე ბევრი რამე გავასწორეთ, ყოველდღიურად ამის აღსრულება ხდება და გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics