|
2015-06-22 17:17:03, 544 ნახვა
პოლიტიკა
ჯაბა სამუშია: ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით შავი ხვრელები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს გაჩნდა
თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში დადგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმად, ბიუჯეტი თითქმის 45 მილიონი ლარით იცვლება. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა-თუ რატომ ხდება თბილისის მერიის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიზერული თანხის გამოყოფა. ასევე, საკრებულოს ოპოზიციას კითხვები აქვს ოლიმპიური ფესტივალისთვის გამოყოფილ დამატებით 13 მილიონ ლართან დაკავშირებით. ოპოზიციას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა. მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულთათვის შესაძლოა, დამატებით 5 მილიონი ლარი გამოიყოს. "5 მილიონი ლარის ტრანსფერი შესაძლოა, კიდევ განხორციელდეს, ჩვენ ველოდებით კიდევ თანხების მოზიდვას. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილ 18 მილიონიდან სულ მცირე 5 მილიონი გამოყოფილია სწორედ სტიქიის დაზარალებულთათვის. რაც შეეხება ოლიმპიურ ფესტივალს, მასთან დაკავშირებით შავი ხვრელები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს გაჩნდა. თქვენ დროს არ არსებობდა სცენარი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ოლიმპიადის გახსნის დღე",-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. ცნობისთვის, საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)