09:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 10:06:03, 1335 ნახვა

სამართალი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში არსებულ თავშესაფრის მინიჭების პროცედურასა პოზიტიურად აფასებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ევროპის ოფისის დირექტორს პასკალ მოროს შეხვდა. შეხვედრას სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელიც დაესწრო.მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს, მათ შორის თავშესაფრის მინიჭების პროცედურა, არსებული საუკეთესო პრაქტიკები და საქართველოს გამოცდილება ამ კონტექსტში.

2018 წელს განხორციელებული სამთავრობო რესტრუქტურიზაციის შედეგად, თავშესაფრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენციაში მოექცა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ევროპის ოფისის დირექტორმა პასკალ მორომ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე პოზიტიურად შეაფასა ის ტენდენცია, რომ საქართველო ავითარებს ამ სისტემას და შინაგან საქმეთა სამინისტროში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო პრაქტიკა შენარჩუნებულია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესო კომისრის ოფისს (გლუკს) სტრატეგიული პარტნიორობა ორ ათეულ წელზე მეტია აკავშირებთ. მათ შორისაა ლტოლვილთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები. გლუკი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ოპერირებს და წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზეც აქვს. შესაბამისად, მათი წვლილი ჟენევის მოლაპარაკებების მშვიდობიან წარმართვაში მნიშვნელოვანია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics