12:21 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 10:33:23, 1298 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება

„ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა და ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე პროგრესი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რა თქმა უნდა გულისხმობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმის გატარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება და ინტეგრაციული მექანიზმის ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში. ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ. ნატო ყოველთვის ხაზს უსვამს მის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და ამავე დროს განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც მომზადებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. შეხვედრაზე ამავე დროს აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გახლდათ ის მესიჯი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატო-სთვის.

ასევე გნავიხილეთ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შვა ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - განაცხადა პრემიერმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics