2019-03-24 11:22:26, 1506 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მაღაზია სმაილს ქურდობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს, არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია “ სმაილი” გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ს მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან