2019-03-23 15:24:32, 1727 ნახვა
სამართალი
შოვში დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს
რაჭაში, კურორტ შოვში დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ასევე დანიშნულია ექსპერტიზები.
შეგახსენებთ, შოთა სამხარაძე ბოლოს 12 იანვარს, შოვში გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,