|
2015-06-22 15:29:12, 476 ნახვა
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ყველა ფრაქცია მთის მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას ტაშის გრიალით შეხვდა
„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის“ თავჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარლამენტში „მთავრობის შესახებ“ კანონპროექტი შემოვა, რომელიც მთის მინისტრის აპარატის შექმნის საკითხს გაითვალისწინებს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „მთის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ. როგორც დეპუტატი ირწმუნება, მთის მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს. ამასთან, ჟორჟოლიანის მტკიცებით, ახალი უწყების შექმნა დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს. „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინიციატივას, მაღალმთიანი რეგიონების განვითრების სფეროში სახელმწიფო მინისტრის პოსტისა და მისი აპარატის შექმნის თაობაზე, აბსოლუტური უმრავლესობა შეუერთდა. ყველა ფრაქცია ტაშის გრიალით შეეგება ამ წინადადებას. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა მათ შორის საარჩევნო ოლქების ცვლილებებს, რომლებიც ასუსტებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთკავშირს. სამწუხაროდ, ყველას კარგად მოეხსენება მუნიციპალიტეტების რესურსები და კომპეტენცია შეზღუდულია და სწორედ ამიტომ, ჩვენ, ვიღებთ კანონს, სადაც ცენტრალური ხელისუფლების როლი მაღალმთიან რეგიონებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის გამოკვეთილია. გაუგებრობა რომ არ იყოს საზოგადოებისათვის.... აქ არანაირი დამატებითი ხარჯები და ისტერიკა იმისა, რომ ყველაფერი უნდა შევამციროთ, და არაფერი არ დავხარჯოთ, მერე როგორ უნდა განვავითაროთ, თუ არ დავხარჯავთ.. მთის შესახებ პროექტით გათვალისწინებულია სერიოზული პროგრამები, რომლებიც ძალიან დიდ ხარებს მოითხოვს ... ის, კი არის შიდა რესურსების საფუძველზე, სხვადასხვა უწყებების შიგნით, გამოთავისუფლება ამ რესურსებისა და ერთიანი კოორდინირება. ამიტომ, ეს მთავრობის შესახებ კანონში განსახილველი საკითხია და მერწმუნეთ, ასეთი კანონპროექტი პარლამენტში შემოვა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)