12:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 10:25:18, 1318 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!

ობიექტურად, რომ ეს თემა დაიხუროს - მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“ - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში ე.წ. წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, რომ არ ყოფილიყო „ფეიკ წერილი“ გიორგი გახარიას სახელი  „ამ თემაში არ იქნებოდა“.

„მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია აბსოლუტურად ღია, გარკვეულწილად ემოციური. რომლის გამეორება დღეს შემიძლია, თუმცა, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. რა მოტივი ჰქონდა ეს უნდა ჰკითხოთ მას - ეს ჩემთვისაც ჯერჯერობით გაუგებარია, თუმცა, ჩემი პოზიცია. მე მასზე ბევრად უფრო მეტი თმენის ვალდებულება მაქვს და მე ამ ვალდებულებას განვახორციელებ ბოლომდე - ეს ერთი; მეორე - რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო მეტად თავისუფალი ვიქნებოდი, რომ არ  ვიყო იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც ვარ; მესამე - იმდენად არათანმიმდევრული განცხადებები მოჰყვა ამ ყველაფერს, ნაწილობრივ წინაც უძღვოდა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ამაზე ასეთი რეაქციის მიცემა. იმიტომ, რომ რამდენიმე რამ ითქვა, შემდგომ გადაითქვა. ობიექტურად, რომ ეს თემა დაიხუროს - მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი! ამის შემდგომ ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება განვითარებული“, - განაცხადა გიორგი გახარამ.

კითხვაზე, იცრუა თუ არა ხაზარაძემ ამ წერილის შესახებ, გიორგი გახარიამ უპასუხა: „ეს მას კითხეთ“.

 „მამუკა ხაზარაძე არის ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და მე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის მოქალაქეები მომმართავენ სხვადსხვა საქმეებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღიქვამს თუ არა იგი მოწინააღმდეგედ ხაზარაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა  - „არა რა თმა უნდა არავის მოწინააღმდეგედ არ აღვიქვამ. თქვენ, რომ შეხედოთ მოვლენების განვითარებას ნახავთ, რომ საერთოდ მთელ ამ ისტორიასთან მე და ჩემს სტრუქტურას არანაირი კავშირი არ აქვს. საერთოდ შეხებაც არ მქონია. ამ ისტორიასთან, რომელიც დაიწყო და რომელსაც ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი თვლის, რომ რაღაც მის წინააღმდეგ ხდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო, რაღაც განცხადება გაკეთებული მაღალი ტრიბუნიდან, მერე იყო ნათქვამი შუამავალი, მერე იყო ნათქვამი რომ არ არის შუამავალი, მერე იყო ნათქვამი სადღაც გავაგზავნეთ, მერე იყო ნათქვამი, რომ ერთი პირობა ამ წერილიდან შევასრულე, მაგრამ ეს იყო შეცდომა, მერე იყო ნათქვამი, რომ დღესაც ასე მოვიქცეოდი - კიდევ ბევრი რაღაცა იყო ნათქვამი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics