12:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 18:00:23, 1430 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

ზუგდიდის მერის თანამდებობაზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იქნება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად - ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თვიდანვე ქალბატონ სანდრას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. მინდა გაგახსენოთ, რომ ქალბატონმა სანდრამ ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ ან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics