|
2019-03-22 17:07:07, 1372 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება - შეიყვარა ერთი პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა
„ფადი ასლის სიაში ჩამოთვლილი იყო, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების" პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები", - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ზეწოლისა და მის მიერ გამოქვეყნებულ კომპანიების სიის შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფადი ასლი მიკერძოებულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ. „ვიცით, რომ ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება. მან შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები არის, ბუნებრივია, მიკერძოებული. მის სიაში იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების" პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლება სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვინმე ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენს, მმართველი გუნდი მზადაა ამაზე რეაგირება მოახდინოს. „2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევა. იყო ტოტალური რეკეტი. 10 ათასზე მეტ ადამიანს წაართვეს ქონება სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, პირველ რიგში ბიზნესმენებს 2012 წლამდე. 10 ათასზე მეტ ადამიანს. არცერთი ფაქტი აღარ არსებობს 2012 წლის შემდეგ. ეს არის ჩვენი მიღწევა. თუ ვინმე კონკრეტულ ფაქტებს მოიტანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხს ჩავხედოთ და რეაგირება მოვახდინოთ. მაგრამ, რაც შეეხება ვითარებას, აი ეს არის -10 ათასიდან ჩამოსულია ნულამდე. აქედან გამომდინარე, ფადი ასლი რას იტყვის, რომელიც არაფერს არ ამბობდა მაშინ, როდესაც ათი ათას კაცს აყაჩაღებდა „ნაციონალური მოძრაობა", დღეს არ არის რელევანტური და საინტერესო",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)