07:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 13:58:15, 1373 ნახვა

სამართალი
გოცირიძე - ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი

„ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკა მკვეთრად არის გაზრდილი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელისუფლების ქმედებებია.

 „ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენს მიერ დასმული შეკითხვის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ხან ბანკის გაძარცვის შესახებ. გუშინ, სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე არის მისული ქვეყანა. ამიტომ დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, ერთი მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ ასე ვთქვათ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენებისათვის, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში. ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს აგრეთვე საზოგადოებაში განმტკიცებული კრიმინალური მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევების მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს, იბარებენ ყოფილ მინისტრებსაც კი. როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალი. სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. 2017 წელს ხომ გქონდათ კარგი აღრიცხვიანობა? მაშინ რატომ გაორმაგდა თითქმის ყველა სახის დანაშაული 2018 წელს? მძიმე დანაშაულები გაორმაგდა - ჯანმრთელობის დანაშაული 96%-ით გაიზრდა 2017 წელთან შეადრებით, ქურდობა 96 პროცენტით გაიზარდა მხოლოდ ერთ წელიწადში. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ერთ თვეში შეემთხვა ეს, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics