|
2015-06-22 14:35:08, 828 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო ბიზნეს კომპასის კვლევაში საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 5 პუნქტით გაუმჯობესდა
საერთაშორისო ბიზნეს კომპასის კვლევის მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა. საქართველომ საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით რეიტინგში 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მეზობელ სახელმწიფოებს შორის. რეიტინგში სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით დაიხია უკან, მაშინ როცა რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ - აზერბაიჯანი 13 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზეა, უკრაინა 20 პუნქტით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთმა 4 პოზიციით წაიწია წინ და მე-100 ადგილზეა წარმოდგენილი. 10 პოზიციით დაწინაურდა თურქეთი 2014 წელთან შედარებით და ახლა 57 ადგილზე იმყოფება. საერთაშორისო ბიზნეს კომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)