|
2015-06-22 12:59:16, 480 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს არ უჭერს
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია სტიქიის ხარჯზე ცდილობს ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც რეალურად შეიცავს კორუფციის ნიშნებს. „შიდა გადანაწილებების გათვალისწინებით თბილისის ბიუჯეტში შედის 50 მილიონ ლარზე მეტი ცვლილება, საიდანაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება მხოლოდ 14 მილიონი ლარი. 13 მილიონი ლარი ემატება ერთი თვით ადრე ოლიმპიური ფესტივალის მზადებისათვის ღონისძიებებს, 18 მილიონის სესხის აღება ხდება თითქოს საგზაო სამუშაოებისათვის, მაშინ როდესაც ამ გზების ჩამონათვალი არავის უნახავს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ სიტუაციაშიც ცდილობს სტიქიის ლიკვიდაციის საფარქვეშ გააძვრინოს ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს კორუფციულ სქემებს, რაც თბილისის მერიაშია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარით იზრდება. მერიის ინიციატივას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღეს განიხილავენ. თანხა სამი მიმართულებით გადანაწილდება. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის 14 მილიონია გათვალისწინებული, 18 მილიონი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყოფა, ხოლო 13 მილიონი ოლიმპიურ ფესტივალს მოხმარდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)