|
2019-03-21 14:05:59, 1269 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - ცოტა მაღალ კლასში გადადით
ცოტა მაღალ კლასში გადადით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცისერობის წარმომადგენლებს. „სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რაც ამ ორ დღეში გამოჩნდა. ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. ვერ დავინახე კოლეგებო თქვენს შეკითხვებში, რომ გაინტერესებთ მომავალი, საქმე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს. რა გჭირთ, რა დაგემართათ. ხომ შეიძლება, რომ 100 კითხვიდან ერთი მაინც საქმესთან დაკავშირებით დასვათ. გასაგებია, რომ რაღაც კომპლექსი გაწუხებთ თქვენს წარსულთან დაკავშირებით და გინდათ, ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაიფარება. ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ თქვენ თვითონ გამოდით ამ წარსულის კომპლექსიდან. დაიწყეთ რაღაც თავდაჯერებული იუმორით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, რადგან ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს პარლამენტში, ვერც მინისტრის საათში და ვერც სხვა საზედამხედველო მექანიზმით. ისევ საპარლამენტო უმრავლესობას მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა და ისევ ჩვენ დავსვით კითხვები, რომელიც საზოგადოებას აინეტერესებთ." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)