|
2019-03-21 13:04:20, 3232 ნახვა
პოლიტიკა
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატად შალვა შავგულიძე იქნება. "ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ არჩევნებზე. ჩვენი თანამშრომლობა დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვასა და ღირებულებებს, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა დაცვა, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ვიხედებით მომავლისკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და დღის წესრიგი. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობას დავუტოვოთ ქვეყნის შიგნით და საგარეო თვალსაზრისით მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და სამართლიანი, ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა თანამშრომლობა", - განაცხადა შავგულიძემ. მაშინ, როდესაც "ოცნება" მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანს“ აბარებს სასამართლოს, ჩვენ შალვა შავგულიძეს მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად წარვადგენთ - ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. მისი თქმით, შავგულიძე მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დეპუტატი და ასევე, თუ როგორ შეიძლება, შეცდომები გამოცდილებად იქცეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)