|
2019-03-21 12:52:35, 1146 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ქალბატონო თეა, ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის
"ქალბატონო თეა, თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და შურისძიებისთვის, დღემდე ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. „ქალბატონო თეა, თქვენ წარმოადგენთ იმ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში, რომელიც გახდა ძალიან იშვიათი მოვლენა საქართველოში. საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი. თქვენს გადადგომას ითხოვს ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი, არამედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ქალბატონო თეა, რომლებიც წლების მანძილზე აკვირდებიან თქვენ საქმიანობას და მიაჩნიათ, რომ თქვენ ვიდრე რჩებით დაკავებულ პოსტზე, ამ ქვეყანაში არც კანონის უზენაესობა იქნება, არც სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება და ვერც სამართალს ვერ იპოვის ვერავინ. ქალბატონო თეა, მომავალში, როდესაც შეეცდებით მორალური უპირატესობის პოზიციიდან ესაუბროთ ვინმეს, იძულებული ვიქნებით შეგახსენოთ, რა არის მართლაც უკადრებელი. გუშინ საუბრობდით, თურმე უკადრებელია კითხვის დასმა – რას აკეთებთ იმისთვის, რომ დაიცვათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მომისმინეთ ქალბატონო მინისტრო, რა არის უკადრებელი. უკადრებელია, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთმა პროკურორმა გაუგზავნა წერილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომელშიც განაცხადა, რომ ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთის დანაშაულის გამოძიებისთვის, რადგან წინა ხელისუფლების დანაშაული უნდა გამოვიძიოთო. თქვენ როცა გთხოვეთ ამ წერილების შინაარსის მოყოლა, არ მოყევით, რადგან არ გინდათ, რომ გაიხსენოთ. დიახ, ქალბატონო თეა, თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და შურისძიებისთვის, დღემდე ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)