09:59 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 12:40:12, 979 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ვალდებულებაა ვეტერანებზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები

"ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით,  23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას.

„ეს საკითხი უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვეტერანების წინაშე გვაქვს ძალიან დიდი მორალური ვალდებულება, " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დამატებით 23000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics