|
2019-03-21 12:37:28, 1107 ნახვა
პოლიტიკა
მეზვრიშვილი - საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ ძალიან გასაგებად, რომ შსს ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაესწრო. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის მიერ იყო ორგანიზებული. ნათია მეზვრიშვილმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული პროგრესის შესახებ მედიასთან ისაუბრა. "დღეს არის ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება კამპანიას "მე ვირჩევ თანასწორობას," რომელიც ევროსაბჭოს ინიციატივით ტარდება. ზოგადად დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს 2018 წელს, როგორც გამოძიების ხარისხის კუთხით, ისე დისკრიმინაციის მოტივების იდენტიფიცირების კუთხით - რაც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ მთლიანად სამინისტრო, ჩვენი ყველა სტრუქტურული დანაყოფი, თუ ეს საჭირო იქნება, ცნობიერების ამაღლებისთვის და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებისთვის, ამ კამპანიაში ჩავერთოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის დისკრიმინაციას და სამინისტრო ეფექტიანად გამოიძიებს ძალადობის ყველა სისხლის სამართლის საქმეს, განურჩევლად იმისა ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და სხვა დისკრიმინაციული ნიშნისა. შინაგანს საქმეთა სამინისტრომ დღეს იმ გადადგმულ ნაბიჯებზე და პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განვახორციელოთ გამოძიების ეტაპზე, გამომძიებელთა სპეციალურ ჯგუფზე, რომლებიც ამ კატეგორიის საქმეებზე იმუშავებენ. ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ამჟამად იხილება. კანონპროექტი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბაზების შექმნას. ასევე, ზოგადად ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას. ჩვენ ვართ "ლანსაროტის" საერთაშორისო კონვენციის წევრები და ამ კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გვაკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მხრივ, " - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)