|
2019-03-20 18:51:35, 1120 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: სტრასბურგში საჩივრების კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს საჯარო სტრუქტურების სჯერათ
სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესული საჩივრებთან დაკავშირებით. „სტრასბურგის სასამართლოში დავების შემცირებასთან დაკავშირებით იყო ქალბატონი სოფო კილაძის კითხვა - აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი. 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოში 395 ახალი საჩივარი შევიდა, ხოლო შარშან შევიდა 99 ახალი საჩივარი. ვფიქრობ, საჩივრების კლება რბილად რომ ვთქვათ, თვალში საცემია და პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რომ უფრო მეტად სჯერათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ პირებს ჩვენი საჯარო სტრუქტურების, სასამართლოსი; და პირდაპირ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს უიმედობის განცდის გამო“, - განაცხადა წულუკიანმა.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)