09:59 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 18:36:57, 1220 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სამადაშვილს: მადანაშაულებთ რომ ჰააგასთან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ვთანამშრომლობ - გრცხვენოდეთ

თქვენ იკადრეთ უკადრებელი -დამადანაშაულეთ, რომ თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მე ამაზე თავისმართლებას არ ვაპირებ უბრალოდ გეტყვით, რომ გრცხვენოდეთ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ენმ-ს წევრ, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ჰააგასთან თანამშრომლობა არის ქვეყნის ინტერესი.

„ქალბატონო სალომე (სამადაშვილი) თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არცერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს არ უნდა იკადროს და მე დამადანაშაულეთ, რომ თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მე ამაზე თავისმართლებას არ ვაპირებ უბრალოდ გეტყვით, რომ გრცხვენოდეთ ამის, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან ვინ მუშაობს მათ ინტერესებში, მათ შორის ისიც ახსოვთ, არაერთი მათგანი სამწუხაროდ რუსეთმა რომ მოგვიკლა და მიატოვეთ და მორბოდით ისე რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში, ამიტომ ნუ იკდარებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, იმიტომ რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, შესაბამისად, ჰააგასთან თანამშრომლობა არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი და მე აქ თქვენის ნებართვით არ დავყოფ ამ დარბაზს იისფრებად და წითლებად, პატრიოტებად და ლიბერალებად, კონსერვატორებად და სოციალისტებად, ეს არის ქართული საქმე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

  (NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics