06:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 17:34:13, 1316 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: წინააღმდეგი ვარ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა 13 ან 12 წლამდე დაიწიოს

 „ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწიოს თუნდაც 13 ან 12 წლამდე.  ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეფერირების მექანიზმის შექმნის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის, გამოწვევის საპასუხო რეფორმა, რომელიც ეხება 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულს. თქვენ იცით, რომ ის მასშტაბური და მართლაც ევროპული, ისეთი როგორიც ჩვენ ქვეყანას ეკადრება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. მაგრამ არის კატეგორია ბავშვების, რომლებიც არიან 14 წლამდე ასაკის, რა თქმა უნდა მათ შორის და მათ მიერ ხდება დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხდება და ვერ ხდება, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი.

ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც  13 ან 12 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელითა და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების მიზნიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს სჩადიან, ეს დაუსჯელი, ანუ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც, ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას (მათ შორის მედიაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს), განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვით პროგრამებს ექნებათ საკადრისი, ადექვატური და ბავშვზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს", -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics