|
2015-06-22 11:47:05, 456 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: საქართველოს მთავრობამ შშმ პირებთან დაკავშირებით, ფაკულტატიური ოქმის ხელმოწერისგან თავი შეიკავა
„საქართველოს მთავრობამ ფაკულტატიური ოქმის ხელმოწერისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა “,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ფაკულტატიური ოქმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაძლებლობას მისცემს გაეროს მიმართონ და გარკვეული მექანიზმებით ისარგებლონ. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სახელმწიფომ მეტი პროგრამების განხორციელება უნდა დაიწყოს. ერთ-ერთ რეკომენდაციად კვლავ რჩება გაეროს კონვენციის ფარგლებში ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირება, რათა აღნიშნულმა პირებმა გაეროს შესაბამის კომიტეტს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ. სამწუხაროდ, საქართველოს კვლავ არ მოუწერია ხელი ამ ოქმისთვის, ჩვენმა მთავრობამ ჯერჯერობით თავი შეიკავა ფაკულტატიური ოქმის ხელმოწერისგან. ეს არის გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში გაეროს მიმართონ და გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ “, - განაცხადა უჩა ნანუშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)