06:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 13:40:48, 1350 ნახვა

სამართალი
ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდში და განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის  სააპელაციო სასამართლომ, ძალაში  დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს  2014 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდსა და  სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად და შეკვეთით  განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე  ნ.რ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უწყბის ცნობით,ვინაიდან ნ.რ. ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა.  რუსეთის ფედერაციიდან  ნ.რ. -ს  საქართველოში ექსტრადირების შემდეგ დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა განხორციელდა, სადაც მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. 

„სახელმწიფო ბრალდების  მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ   2012 წლის 24 ივნისიდან, 2013 წლის 31 მაისამდე ქ.ბათუმში ნ.რ.,  უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების - მ.რ.-ს, ფ.ი.-ს, შ.ჯ.-ს, დ.რ.-ს და რ.კ.-ს მიმართ  ტრეფიკინგს ახორციელებდა.

 სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი რ.კ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,   ნ.რ.-ს მისი უკანონო საქმიანობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში დასმენით ემუქრებოდა.   დანაშაულის დაფარვის  მიზნით, ნ.რ.-მ უზბეკეთის მოქალაქე ხ.რ.-ს და საქართველოს მოქალაქე კ.დ.-ს 2000 ა.შ.შ. დოლარის გადახდის სანაცვლოდ  რ.კ.-ს განზრახ მკვლელობა შეუკვეთა.  აღნიშნულმა პირებმა 2013 წლის 23  მაისს,  ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში, განზრახ მოკვლის მიზნით  ფიზიკური ძალადობა განახორციელეს რ.კ.-ზე, რა დროსაც  თავის არეში ქვა ჩაარტყეს,  ხოლო გვამი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს.

 2015 წლის 6 მარტს, საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ ხ.რ.  დამნაშავედ  ცნო, სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის  მიზნით,  ჯგუფურად,  ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით, მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის "გ" პუნქტით)  და სასჯელის სახედ და ზომად 18  წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა, ხოლო  კ.დ.  დამნაშავედ ცნო  ჯგუფურად  ჩადენილ მკვლელობაში (109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით) და  15 წლით  თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics